წესები და პირობები — Autobiography

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ყველა წესს ავტომობილის ქირაობის წინ.
როგორ დავიქირავო ავტომობილი?
მანქანის დასაქირავებლად საჭიროა იყოთ 21+ წლის და გქონდეთ 3+ წლიანი მართვის გამოცდილება სუფთა ისტორიით. ჯავშანი შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი მხრიდან მოხდება მძღოლის შემოწმება. ამისთვის საჭიროა გამოგვიგზავნოთ მონაცემები WhatsApp (+995 514 460 460) - ზე: პირადობის/პასპორტის და მართვის მოწმობის ფოტოები ორივე მხრიდან.
სად მდებარეობს ავტომობილი?
ჩვენი ავტომობილები განთავსებულია ქალაქის მაშტაბით სხვადასხვა საპარკინგე სივრცეებზე, ასევე ჩვენ გვაქვს ადგილზე მოყვანის და აეროპორტში დახვედრის სერვისი.
ავტომობილში ქცევის წესები!
ავტომობილის გამოყენებამდე დამქირავებელი ვალდებულია ყურადღებით გაეცნოს და დაიცვას ქვემოთ ჩამოთვლილი ქცევის ყველა წესი. ამ წესების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმები, დამატებითი გადასახადები ან ქირის ხელშეკრულების შეწყვეტა.
- Fine: მოწევა არ შეიძლება მანქანაში, ჯარიმა 100₾
- Fine: მანქანას აბრუნებთ იმავე დროს, როდისაც წაიყვანეთ; ყოველი გადაცილებული საათი 10₾, 3 საათზე მეტის გადაცილების შემთხვევაში დაიანგარიშება მთელი დღე.
- დეპოზიტი: დეპოზიტი 100₾, დაგიბრუნდებათ მანქანის დაბრუნების მომენტში, თუ არ გექნებათ ჯარიმები და ყველა პირობა დაცული იქნება.
- Rule: საწვავს ასხავთ თქვენ; აბრუნებთ მანქანას იგივე ოდენობით, რა ოდენობითაც წაიყვანეთ; საწვავს ასხავთ ჩვენს მიერ შერჩეულ ბრენდში შესაბამისი ოქტანობით.
- Rule: ყოველი ავტომობილი აყვანილია GPS მონიტორინგზე; უხეში მართვა გამოიწვევს ავტომობილის დაუყოვნებლივ დაბლოკვას ნებისმიერ ადგილზე.
- Rule:ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით (+995) 514 460 460; თვითნებური ჩარევა გამოიწვევს დაჯარიმებას
- Rule: დღის(ებ)ის დამატების შემთხვევაში უნდა გვაცნობოთ არაუგვიანეს 1 დღით ადრე, რათა არ მოხდეს ავტომობილზე სხვა ჯავშანის გაფორმება.
დაზღვევა
ნაწ. I — ავტომობილის დაზღვევა
ყველა ჩვენი ავტომობილი სრულად დაზღვეულია. თუმცა, დაზღვევის გადაფარვა ბათილდება და Autobiography არ ანაზღაურებს ზარალს შემდეგ შემთხვევებში:
- მნიშვნელოვანი: თუ საპატრულო პოლიცია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ცნობს დამქირავებელს/მძღოლს დამნაშავედ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში (სსშ) — დამქირავებელი სრულად პასუხისმგებელია ყველა სახის ზარალზე, მათ შორის ავტომობილის დაზიანებაზე, მესამე პირთა ზარალზე, სამართლებრივ ხარჯებსა და ყველა სხვა ვალდებულებაზე, რომელიც წარმოიქმნება ინციდენტიდან
- მნიშვნელოვანი: ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ ავტომობილის მართვა
- მნიშვნელოვანი: ავტომობილის მართვა ხელშეკრულებაში მითითებული პირ(ებ)ის გარდა სხვა, არაავტორიზებული პირის მიერ
- მნიშვნელოვანი: განზრახ გამოწვეული ზიანი ან წინასწარ დაგეგმილი ავარია
- მნიშვნელოვანი: სსშ-ის ადგილის დატოვება კანონით დადგენილი პროცედურების შეუსრულებლად
- მნიშვნელოვანი: გზის გარეთ (off-road) მართვა ან კვლევა შეზღუდულ/უნებართვო ტერიტორიებზე
სსშ-ის შემთხვევაში დამქირავებელი ვალდებულია: დაუყოვნებლივ შეატყობინოს Autobiography-ს; არ დატოვოს ადგილი; გამოიძახოს საპატრულო პოლიცია; პოლიციის ჩასვლამდე დარჩეს ადგილზე; არ მოაწყოს არარეგისტრირებული (კომლინ) შეთანხმება — ასეთი შეთანხმებებიდან გამომდინარე ყველა ზარალი სრულად ეკისრება დამქირავებელს.
ნაწ. II — მესამე პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა
მესამე პირის პასუხისმგებლობის (TPL) დაზღვევის მაქსიმალური ლიმიტი შეადგენს $10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარს ერთ სადაზღვევო შემთხვევაზე. თუ სადაზღვეო კომპანია ნებისმიერი მიზეზით (მათ შორის: სადაზღვეო პირობების დარღვევა, გამორიცხული შემთხვევა ან კომპანიის გადაწყვეტილება) სრულად ან ნაწილობრივ უარს განაცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე — ნებისმიერი, ლიმიტის გადამეტებული ან/და დაფარვისგან გამორიცხული თანხა სრულად ეკისრება დამქირავებელს/მძღოლს. Autobiography-ი ასეთ ინციდენტებზე არანაირ პასუხისმგებლობას არ ირებს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Autobiography-ი ყველა შემთხვევაში გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისაგან და არ ანაზღაურებს ზარალს შემდეგ სიტუაციებში:
- დამქირავებლის ან/და მგზავრების პირადი ქონების, ნივთების ან ფასეულობების დაკარგვა ან დაზიანება ავტომობილში
- ავტომობილის გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ირიბი, თანმდევი ან შედეგობრივი ზარალი, მათ შორის გამოტოვებული ფრენები, ბიზნეს შესაძლებლობები ან სხვა ფინანსური ზარალი
- სსშ-დან ან სხვა ინციდენტიდან გამომდინარე სამედიცინო ხარჯები, ტრავმა ან სიკვდილი — ეს ხარჯები სრულად ეკისრება დამქირავებელს და/ან მის პირად ჯანმრთელობის ან სიცოცხლის სადაზღვეო კომპანიას
- დაუძლეველი ძალის (force majeure) შემთხვევები: ბუნებრივი კატასტროფები, ომი, სამოქალაქო არეულობა ან სახელმწიფო ორგანოების მიერ დაწესებული შეზღუდვები
- ნებისმიერი საგზაო დარღვევა, ადმინისტრაციული სახდელი ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც წარმოიქმნება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის პროცესში — ეს სრულად ეკისრება მძღოლ-დამქირავებელს
- ამ ხელშეკრულებით პირდაპირ გაუთვალისწინებელი სხვა გარემოებები — Autobiography-ი ინარჩუნებს საბოლოო განმარტების უფლებას
დამქირავებლის ვალდებულებები
- Rule: ავტომობილი შეიძლება მართოს მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებულმა პირ(ებ)მა; ნებისმიერი სხვა პირის მიერ მართვა მკაცრად აკრძალულია
- Rule: ავტომობილის საქართველოს ტერიტორიის გარეთ გაყვანა დაუშვებელია Autobiography-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
- Rule: სსშ-ის ან ნებისმიერი ინციდენტის შემთხვევაში: (1) შეაჩერეთ ავტომობილი, (2) დაუყოვნებლივ დაუკავშირდით Autobiography-ს, (3) გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია, (4) არ დატოვოთ ადგილი პოლიციის ჩასვლამდე, (5) არ განახორციელოთ ავტომობილის შეკეთება ჩვენი ნებართვის გარეშე
- Rule: Autobiography-ი არ არის პასუხისმგებელი არარეგისტრირებული (კომლინ) სსშ-ის შედეგად მიყენებული ზარალისთვის, რომელიც მოწყობილია ჩვენი გაფრთხილების გარეშე
- Rule: ნებისმიერი სამართლებრივი ან სადაზღვეო პროცესის დროს, დამქირავებელი ვალდებულია სრულად ითანამშრომლოს Autobiography-სა და სადაზღვეო კომპანიასთან
გამოსაყენებელი კანონმდებლობა და დავები
ეს ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, განიხილება თბილისის სასამართლოს მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
დაჯავშნე ავტომობილი და აღმოაჩინე საქართველო!
